თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
აღსანიშნავია, რომ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან მოქმედი ოპერატიული შტაბის ცნობით, დღემდე დარეგისტრირებულია ინფიცირების 641 შემთხვევა. მათგან 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 გარდაიცვალა. ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 590 ინფიცირებული. 11 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 17-ის - საშუალო სიმძიმის, დანარჩენების - სტაბილური.
კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა გამოსავლენად ქვეყანაში 45 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა.
ამჟამად კარანტინში 4369 ადამიანი იმყოფება.