Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თვითიზოლაციის მე-17 დღე...“ - ნახეთ რა მდგომარეობაშია ქეთა თოფურია

© courtesy of Keti Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თოფურიამ გადაწყვიტა კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ საკუთარი ბრენდის სახელით პირბადეები აწარმოოს. ცოტა ხნის წინ კი ვიდეომიმართვა გაავრცელა

მომღერალმა ქეთა თოფურიამ, მას შემდეგ, რაც საკუთარი ბრენდის სახელით პირბადეების წარმოება დაიწყო, „ინსტაგრამზე“ რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ბიბლიაშია აღწერილი. ახლა კი „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, მომღერალი 17 დღეა თვითიზოლაციაშია და უკვე ძალიან მოიწყინა.

ქეთას ექსპერიმენტები ძალიან უყვარს. როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე გარეგნულ ცვლილებებში სელებრითებს შორის იგი უკონკურენტოა. მისი ცხოვრება ბევრ ადამიანს ხიბლავს, სტილს კი ბევრი მიმდევარი ჰყავს. ამიტომ მომღერალმა ახალი გამოწვევები მიიღო და დიზაინერობას შეუდგა. მის ტანსაცმლის ხაზს ketione ჰქვია და საკმაოდ პოპულარულია. მართალია, მომღერალმა რამდენიმე წელიწადში სამ პარტნიორთან ურთიერთობა ვერ დაალაგა, დიდ სკანდალებში გაეხვა, სამაგიეროდ მისმა კარიერულმა მიღწევებმა მაქსიმუმს მიაღწია.

View this post on Instagram

#stayhome

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ახლა, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანდა კორონავირუსთან საბრძოლველად, ქეთამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – გადაწყვიტა საკუთარი ბრენდის ხაზით პირბადეები გამოუშვას. როგორც ვიდეოში აღნიშნავს, ნიღბებს სამედიცინო დანიშნულება არ აქვს. „ინსტაგრამის“ ამ ვიდეოზე უამრავი ნეგატიური კომენტარი დაიწერა. მომღერალს ურჩევენ, ან უფასოდ დაარიგოს ეს ნიღბები, ან ვირუსის ფონზე „ფულის გაკეთება“ შეწყვიტოს, რადგან სამედიცინო დანიშნულების გარეშე ნიღბების ტარებას აზრი არ აქვს.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

View this post on Instagram

💞

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0