Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პაატა იმნაძემ სამედიცინო ფარების სწორად გამოყენების წესები განმარტა

გამოწერა
იმნაძის სიტყვებით, მხოლოდ ფარი ადამიანს ვირუსისგან ვერ დაიცავს და საჭიროა მისი ნიღაბთან ერთად გამოყენება.

თბილისი,  6 აპრილი  — Sputnik.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას მოუწოდებს სწორად გამოიყენონ სამედიცინო ფარები. 

ეპიდემიოლოგები საგანგებო სკაფანდრებში - Sputnik საქართველო
ნახეთ როგორ აღწევს კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში – ანიმაციური ვიდეო

იმნაძის სიტყვებით, მხოლოდ ფარი ადამიანს ვირუსისგან ვერ დაიცავს და საჭიროა მისი ნიღაბთან ერთად გამოყენება.

 „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,  საქართველოში, ფარების ადგილობრივი წარმოება დაიწყო, რაც ძალიან სასიხარულოა. ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. ჯერ ერთი მარტო ფარი ვერ იცავს, ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად. ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს, ფარიც უნდა გვეკეთოს და ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული“ , – განაცხადა პაატა იმნაძემ.

6 აპრილის   მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0