საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა

© Sputnik / Shota Nozadzeერთადგილიანი პალატა
ერთადგილიანი პალატა - Sputnik საქართველო
4 აპრილს ცნობილი გახდა კორონავირუსით პირველი გარდაცვლილის შესახებ. ეს არის 79 წლის ქალი, რომელსაც რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 174-ს მიაღწია. ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა. ექიმის თქმით, სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სამედიცინო აღჭურვილობა - Sputnik საქართველო
საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
„ჯამში გვყავს 29 გამოჯანმრთელებული. სახლში გაეწერებიან დღეს, პასუხი უკვე მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მონაცემები PCR-ის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ კლინიკას“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 41 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. მათგან ხუთის ტესტირების პასუხი ხვალ დილით იქნება ცნობილი.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 330 პაციენტია.

4 აპრილს ცნობილი გახდა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ. ეს იყო 79 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა. მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

ზუგდიდის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ 3 პირს კორონავირუსის სიმპტომები აქვს

კორონავირუსით ამ დრომდე სულ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ამ დროისთვის 39 გამოჯანმრთელდა.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური