Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

CC BY 2.0 / joanna orpia / italy flagიტალიის დროშა
იტალიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში იტალიის საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები”, აღნიშნულია იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზეა აღნიშნული, ბილეთები ორი დღით ადრე ავიაკომპანიის ვებგვერდზე გაიყიდება.

„მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები, მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის აუცილებელი ავტოსერტიფიკატი  (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) და ასევე საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კორონავირუსთან ბრძოლაში გერმანიის სამხედროები და მედიკოსები ერთვებიან  - Sputnik საქართველო
კორონავირუსი აშშ-ში, ესპანეთში, იტალიასა და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 5 აპრილისთვის

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი 124 632-ს შეადგენს.

ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში 4 805 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა - 681. გარდაცვლილთა საერთო რიცხვით იტალია მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს - 15 362 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 20 996 პაციენტი.

იტალიური კლინიკის ქართველი ექიმი და მზრუნველი სინიორა ანა-მარია >>>

ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 312 146 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (126 168), მესამეზე იტალია.

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 59-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.

ყველა ახალი ამბავი
0