ანჯაფარიძე: ვირუსი სტაბილურია, ტემპერატურა მაღალი უნდა იყოს, რომ მისი განეიტრალება მოხდეს

© photo: SputnikМикрофон в мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия
Микрофон в мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრე ანჯაფარიძე საუბრობს იმ ვირუსის ხასიათსა და თვისებებზე, რომელიც „კოვიდ 19“-მდე არსებობდა და რომელზეც დაკვირვებითაც დაიდო გარკვეული დასკვნები.

 

ალექსანდრე ანჯაფარიძე: ვირუსი საკმაოდ სტაბილურია, ტემპერატურა მაღალი უნდა იყოს, რომ მისი განეიტრალება მოხდეს
„ეს ვირუსი საკმაოდ გამძლეა, მაგალითად, რომ ავიღოთ ალუმინის ზედაპირი, მასზე რვა საათი ძლებს, 21გრადუსი ტმეპერატურის დროს, რკინაზე 48 საათი ინარჩუნებს თავის პათოლოგიურ თვისებებს, ქაღალდზე 4 -5 დღე, მინაზე -ხუთი დღე, ასევე 21 გრადუს ტემპერატურაზე. საინტერესოა, რომ პლიუს 4 და მინუს ტემპერატურაზე 28 დღე ინარჩუნებს თავის ინფექციურ თვისებებს. მე არ ვლაპარაკობ იმ კორონავირუსზე, რომელიც „კოვიდ 19“ ად წოდებულია, არამედ ვლაპარაკობ, ასე ვთქვათ, მის „ბიძაშვილზე“. რადგან ეს ინფორმაცია მივიღეთ წინა დაკვირვებების დროს.“- ამბობს ალექსანდრე ანჯაფარიძე სატელევიზიო გადაცემაში. 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ვირუსოლოგი ალექსანდრე ანჯაფარიძე აცხადებს: „ელემენტარულია, ხელი საპნით კარგად თუ არ დაიბანე, მასზე ვირუსი რჩება. მე რომ მკითხოთ, მისი გავრცელება საზოგადოებრივ ტუალეტთანაა დაკავშირებული. ტუალეტის შემდეგ იმიტომ იბან ხელს, რომ ფეკალური მასის ნაწილაკებმა, რომელიც ხელზე გხვდება ის ნივთები არ დააბინძუროს, რომელსაც ეხები.“


ყველა ახალი ამბავი
0