ვის აქვს მუშაობის უფლება საგანგებო მდგომარეობის პირობებში

© photo : Irakli Garibashvili / FBსამხედროები ბლოკპოსტზე
სამხედროები ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო მდგომარეობის დროს ნებადართულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ სახლიდან გაუსვლელად.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაადგინა იმ კერძო კომპანიების სია, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობის უფლება აქვთ.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მუშაობის უფლება მოიპოვეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელმა საწარმოებმა, მათ შორის კარიერებშიც. გარდა ამისა, მუშაობა შეუძლიათ სამშენებლო კომპანიებს, რომლებმაც მიიღეს სპეციალური ნებართვა ურბანული ან სპეციალიზებული მშენებლობისთვის.

კურიერი - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: არასასურსათო პროდუქციის ონლაინ–მიწოდება პრაქტიკულად აკრძალულია

შესაბამისი ნებართვით მუშაობა შეუძლიათ თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებს, სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმოებს და ასევე ნებადართულია მათი საბითუმო ვაჭრობა.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კარანტინის ზონების უზრუნველსაყოფად ასევე მუშაობენ სასტუმროები, ტვირთის გადამზიდავი ტრანსპორტი და ყველა, ვინც ამ გადაზიდვებს ემსახურება.

ფუნქციონირების უფლება აქვთ სადეზინფექციო, ჰიგიენის და ქიმიურ საშუალებათა მწარმოებელ საწარმოებს და ასევე დაშვებულია მათი საბითუმო რეალიზაცია.

პლეერის გარეშე ცხოვრება შეიძლება, როდესაც ჯანმრთელობის საფრთხეზეა საუბარი – გახარია >>

ნებადართულია პირბადეების, ინდივიდუალური დაცვის და ეკიპირების წარმოება და მიწოდება.

თბილისი კარანტინში: როგორ გამოიყურება დაცარიელებული ქალაქი - ვიდეო დრონიდან - Sputnik საქართველო
თბილისი კარანტინში: როგორ გამოიყურება დაცარიელებული ქალაქი - ვიდეო დრონიდან

მუშაობენ ტელევიზიები, ქიმწმენდა, სამრეცხაოები, საფოსტო და საკურიერო მომსახურება, საგაზეთო გამოცემები. აგრძელებენ მუშაობას 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები – ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები, მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები და ა.შ.

ამასთან, საგანგებო მდგომარეობის დროს დაიშვება დამკრძალავი და მასთან დაკავშირებული საქმიანობა, შენობების დასუფთავება და დეზინფექცია, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემების ტექმომსახურება და ტერიტორიების მოვლა-პატრონობა – გამწვანების, მორწყვის და დასუფთავების კუთხით.

დისტანციური სამუშაო

მთავრობამ განსაზღვრა ასევე ის საწარმოები, რომლებისთვისაც ნებადართულია დისტანციური მუშაობა.

ბლოკ-პოსტი თბილისის შესასვლელში - Sputnik საქართველო
რას წერენ ქართული გაზეთები: საყოველთაო კარანტინი ეკონომიკას გაანადგურებს?

დისტანციურად მუშაობენ სერვერული ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების სისტემების IT-მხარდაჭერა, საინფორმაციო სერვისები, სადაზღვევო კომპანიები, სარეკლამო სააგენტოები, საგადასახადო კონსულტანტები, ბიზნეს–კონსულტანტები, არქიტექტორები.

დისტანციურად მუშაობს იურიდიული მომსახურება, საარბიტრაჟო მომსახურება, კომპიუტერებით და სისტემური უზრუნველყოფით ვაჭრობა, ასევე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებით ვაჭრობა.

გარდა ამისა, ნებადართულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა სახლიდან გაუსვლელად.

რატომ დაიშვა მუშაობა

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, საწარმოები, რომლებმაც მოიპოვეს მუშაობის უფლება, შერჩეულია წარმოების პირობებიდან გამომდინარე, და სხვებთან შედარებით მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები გაცილებით მკაცრია.

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველო საკარანტინო ზონების გაზრდისთვის მზადაა

„ეს ისეთი საწარმოებია, რომელთა დიდი ნაწილი უწყვეტ ციკლთან არის დაკავშირებული და ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით, მაგრამ ასევე ვთხოვთ ამ საწარმოების მენეჯერებს, რომ ადეკვატურად მოეკიდონ ამ შესაძლებლობას. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველა ბიზნესისთვის და წარმოებისთვის, ვინც დღევანდელ დღეს, ამ გამკაცრებული რეჟიმის მიუხედავად, მაინც რჩება და მუშაობს“, – განაცხადა თურნავამ.

მან მოუწოდა ყველა საწარმოს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შრომის უსაფრთხოების წესები.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, უკვე 2 აპრილისთვის დაავადებულთა რიცხვი 134-მდე გაიზარდა. აქედან 26 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობს, ხოლო 31 მარტიდან – საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი.

ყველა ახალი ამბავი
0