თბილისის კონსერვატორია მსმენელს ბოროდინის სახელობის კვარტეტის ონლაინ–კონცერტზე იწვევს

© photo: Sputnik / Mikhail Ozersky / გადასვლა მედიაბანკშიბოროდინის კვარტეტი
ბოროდინის კვარტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლასიკური მუსიკის კონცერტი კარანტინის რეჟიმში დროის სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ ქვეყნის მრავალ სასწავლო-კულტურულ ორგანიზაციას მიბაძა და ონლაინ-კონცერტების ჩვენება დაიწყო. კონცერტს კონსერვატორია თავის Facebook-გვერდზე აანონსებს.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი - Sputnik საქართველო
მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს ონლაინ–სპექტაკლებზე იწვევს

პარასკევს, 3 აპრილს გაიმართება ონლაინ-კონცერტი – ბოროდინის სახელობის რუსეთის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის გამოსვლა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმებიანი კვარტეტია რუსეთში და ასევე ერთ-ერთი უძველესი ანსამბლი მსოფლიოში, რომელიც უწყვეტად მართავს კონცერტებს.

მსმენელისთვის აჟღერდება 2017 წლის კონცერტი, რომელიც თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი „საშობაო შეხვედრების“ ფარგლებში.

ტრანსლაცია 19:00 საათზე დაიწყება.

ბოროდინის კვარტეტი 1945 წელს დაარსდა.

ყველა ახალი ამბავი
0