თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ „ბარსელონისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდ ლიონელ მესის კერძო თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა ბრიუსელის აეროპორტში.
Lionel Messi private plane has family names on steps, kitchen and 2 bathrooms: Report #Footballnews #LionelMessi #Barcelona https://t.co/H42b0CZHu0
— Republic (@republic) April 3, 2020
ბრიტანული გამოცემა The Sun–ის ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ხომალდი ცოტა ხანში ისევ უკან დაეშვა. საგანგებო დაშვების მიზეზი ტექნიკური გაუმართავობა იყო.
ზოგი ინფორმაციით, ამ დროს თვითმფრინავში იმყოფებოდნენ თავად ლიონელ მესი და მისი ოჯახი. ისინი ბრაზილიიდან მიფრინავდნენ კუნძულ ტენერიფეზე ბრიუსელის გავლით.