კახელ გლეხს, რომელსაც ტიტების ბაღი აქვს და შემოსავლის გარეშე დარჩა, საზოგადოება ეხმარება

CC0 / Pixabay / წითელი ტიტები
წითელი ტიტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ახალი კამპანია დაიწყო – კახელ გლეხს, რომელსაც ბაღი აქვს და მისი ერთადერთი შემოსავალი ტიტების გაყიდვიდან მიღებული თანხაა, საზოგადოება ეხმარება.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. სოციალურ ქსელში კახეთში მცხოვრები 63 წლის კაკო ჯეირანაშვილის შესახებ ხდება ცნობილი, რომელსაც სოფელ კოლაგანში ტიტების ბაღი აქვს და ყვავილებს გაზაფხულზე „ნავთლუღის ბაზარში“ აბარებს ხოლმე, თუმცა ახლა ბაზარი დაკეტილია, ყვავილები ვერსად ჩააბარა და კაცი შემოსავლის გარეშე დარჩა.

რადგან მებაღეს სულ 2000 ლარის ყვავილები აქვს, ოფიციალურად არაა დარეგისტრირებული, და სახელმწიფო მცირე მეწარმეებს რომც დაეხმაროს, ის მათ რიგებში ვერ მოხვდება. ამიტომ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გადაწყვიტეს მას დახმარებოდნენ.

მებაღის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში და მსურველებს შეუძლიათ მას შვილისშვილის ნანა ბეჟაშვილის ანგარიშის ნომერზე - (tbc), GE62TB7096445061100088 ჩაურიცხონ თანხა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოვლინდა

„პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ ბევრი ადამიანი დატოვა შემოსავლის გარეშე. ძალიან ბევრი. მაგრამ ეს ამბავი რომ წავიკითხე, პირველად ვიტირე თვითიზოლაციის მესამე კვირას“, – წერს იდეის ავტორი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, უკვე 2 აპრილისთვის დაავადებულთა რიცხვი 134-მდე გაიზარდა. აქედან 26 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან – საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი.

ყველა ახალი ამბავი
0