თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის სიმპტომები არა მარტო ნამდვილი, არამედ ცრუც შეიძლება იყოს იმ ნერვიულ ფონზე, რომელიც ახლა არსებობს მსოფლიოში პანდემიის გამო, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, COVID-19–ს ცრუ სიმპტომები განსაკუთრები იპოქონდრიისადმი მიდრეკილ ადამიანებში ვლინდება, რომლებსაც ზოგადად ახასიათებთ თავისთვის დაავადებების გამოგონება, თუმცა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეს შესაძლოა სხვა შემთხვევებშიც მოხდეს.
ირკვევა, რომ ნერვიულობის ფონზე ადამიანმა შესაძლოა იგრძნოს ყველა ის სიმპტომი, რომელიც COVID-19–ისთვისაა დამახასიათებელი: ტემპერატურა, ხველება თუ ტკივილი მკერდის არეში.
COVID-19-ის ატიპური სიმპტომები ახსნილია: მეცნიერები „დამნაშავე“ ორგანოს ასახელებენ>>
ამასთან მედიკოსები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსი უფრო იოლად ერევა ადამიანებს, რომლებიც გამუდმებულ სტერსში არიან ინფექციის გამო. საქმე ისაა, რომ სტრესის დროს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქი დიდი რაოდენობით ჰორმონებს გამოიმუშავებს და თუ მათი მაღალი დონე დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება, იმუნური სისტემა დათრგუნვას დაიწყებს და ინფექცია იოლად შეაღწევს ორგანიზმში.
სხვათა შორის, მედიკოსების თქმით, ანალოგიური ეფექტი აქვს ძლიერ დადებით ემოციებსაც, თუ ადამიანი ხანგრძლივად განიცდის მათ.
სპეციალისტები ურჩევენ საზოგადოებას, კორონავირუსით გამოწვეული სტრესი სიმღერით დაძლიონ.
„უკეთესია, თუ ხმამაღლა იმღერებთ, ვინაიდან ხმამაღალი მღერა, ისევე როგორც ყვირილი, ნეგატიური ემოციებისგან ცლის ადამიანს. ასევე შეგიძლიათ იცეკვოთ, ვინაიდან ფიზიკური აქტივობის დროს ორგანიზმი ბედნიერების ჰორმონებს გამოიმუშავებს“, — წერენ ექიმები.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს 181 ქვეყანაში COVID–19–ით ინფიცირებულია 1 039 166 ადამიანი აქედან გარდაცვლილია 55 092 და განკურნებულია 219 019 პაციენტი.