საქართველოს მთავრობა კორონავირუსზე ჯერჯერობით არ შეუმოწმებიათ

© photo: Government of Georgia / FB მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით მუშაობს და კორონავირუსის რაიმე საეჭვო სიმპტომების გარეშე, ამიტომ ტესტირების საჭიროება ჯერჯერობით არ დამდგარა.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის წევრებს სწრაფი ტესტები კორონავირუსზე არ გაუკეთებიათ, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: კორონავირუსთან ბრძოლა - ეს არის ომი უხილავ მტერთან

იმნაძის თქმით, მედიკოსები ელოდებოდნენ ახალი ალგორითმის შემუშავებას, რომელშიც შეყვანილი არიან მაღალი რისკის პროფესიების წარმომადგენლები, მათ შორის სახელმწიფო მოხელეები. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა მოაწერა.

„მოგეხსენებათ, არის ახალი ალგორითმები. ამ ახალი ალგორითმებით ერთ-ერთი არის მაღალი რისკის მქონე პროფესიების პერიოდული ტესტირება. ხაზგასმით აღვნიშნავ, აქ ლაპარაკია, არა მოლეკულურ ტესტზე, არამედ ანტისხეულების ტესტის ჩატარებაზე. ყბადაღებული ანტისხეულები რომ გვესმოდა, მსოფლიო ბაზარზე ანტისხეულების სანდო ტესტები უკვე ნელ-ნელა გამოჩნდა“, - განაცხადა იმნაძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ თუ რომელიმე მაღალჩინოსანს COVID-19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომები გამოუვლინდება, ისინი არა მხოლოდ რისკ-ჯგუფად ჩაითვლებიან, არამედ სიმპტომატიკიდან გამომდინარე მიიღებენ ექსპრეს-ტესტებს.

პაატა იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ექსპრეს-ტესტების დიდი პარტიის შესაძენად ხელისუფლება სწავლობს ბაზარს და ელოდება ტესტებს იმ ქვეყნებიდან, რომელთა წარმოებას სანდოობის მაღალი ხარისხი გამოარჩევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0