რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 10 დოლარამდე დაეცა: პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში

© photo: Sputnik / Sergey Lesketნავთობი
ნავთობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული URALS-ის მარკის ნავთობის ფასი, პირველად 1999 წლის მარტის შემდეგ, მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. რუსული Urals-ის მარკის ნავთობის ფასი 1 აპრილს ერთ ბარელზე 10,54 დოლარამდე დაეცა, იუწყება ანალიტიკური სააგენტო Argus-ი.  

სააგენტოს ინფორმაციით, ეს მინიმალური მაჩვენებელია 1999 წლის მარტის შემდეგ. ამასთან, Urals-ზე დისკონტი, Brent-ის მარკის ნავთობთან შედარებით, უკვე მეოთხე დღეა უცვლელი რჩება — 4,75 დოლარი ერთ ბარელზე (მინიმალური მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ).

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო
ექსპერტის მოსაზრება: როდის დაბრუნდება ძვირი ნავთობი

იმავდროულად Urals-ის პარტიების ფასი (80–80 ათასი მოცულობებით) ჩრდილოეთ ზღვაში აბსოლუტურ გამოსახულებებში ოთხშაბათს 2,25 დოლარით შემცირდა ერთ ბარელზე, რაც ასევე მინიმალური მაჩვენებელია 1999 წლის მარტიდან, როდესაც ეს მაჩვენებელი ბარელზე 12,79 დოლარს უდრიდა. მაგრამ დისკონტი Urals-ზე, Brent-ის მარკის ნავთობთან შედარებით, არ შეცვლილა და კვლავ ბარელზე 2,5 დოლარის ნიშნულზე რჩება. 

ნავთობის ფასები 6 მარტს თითქმის ორჯერ დაეცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე შემცირებული მოთხოვნებისა და ასევე OPEC+-ის შეთანხმების ამოწურვის გამო. ალიანსის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების შესახებ. 

კერძოდ, რუსეთი არსებული პირობების შენარჩუნების მომხრე იყო, ხოლო საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების დამატებით შემცირებას მოითხოვდა. შედეგად – 1 აპრილიდან OPEC+ შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ აღარანაირი ვალდებულება აღარ აქვთ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0