მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსაზრება: ნავთობზე მოლაპარაკებებით ყველაზე მეტად ტრამპია დაინტერესებული

© AP Photo / Jose Luis Maganaდონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო დროშას ეამბორება
დონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო დროშას ეამბორება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგის შეფასებით, ნავთობზე ფასების შემცირების პირობებში ძირითადი წაგებული მხარე – შეერთებული შტატებია, ვინაიდან ამერიკული ნავთობის თვითღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია რუსული და არაბული ნავთობის თვითღირებულებაზე.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ნავთობზე მსოფლიო ფასების კლებისას ყველაზე მეტად აშშ-ის ნავთობმრეწველობა ზარალდება, აცხადებს პოლიტოლოგი ვლადიმირ შაპოვალოვი რადიო Sputnik-ის ეთერში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ, რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობზე მსოფლიო ფასების გაზრდის საკითხზე იმსჯელებენ დარგის მხარდასაჭერად. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ნავთობის პრობლემა: ტრამპი რუსეთისა და საუდის არაბეთის მოლაპარაკებებში ჩაერთვება

„[რუსეთი და საუდის არაბეთი] შეკრებას აპირებენ, ჩვენ ყველანი ვაპირებთ შეკრებას, რათა შევაფასოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. იმიტომ რომ თქვენ მრეწველობის დაკარგვა არ გსურთ. ეს ათასობით და ათასობით სამუშაო ადგილია“, — განაცხადა აშშ-ის ლიდერმა პრესკონფერენციაზე. 

ტრამპმა აღიარა, რომ ნავთობზე დაბალი ფასები, ერთი მხრივ, კარგია ამერიკული ავიაკომპანიებისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ზიანს აყენებს ამერიკულ ნავთობმრეწველობას. 

„ეს ორი ქვეყანა მსჯელობს [ამ საკითხზე]. მეც შევუერთდები, თუ ეს აუცილებელი იქნება“, — დაამატა დონალდ ტრამპმა. 

ცნობილი გახდა პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბრის დეტალები>>

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მანამდე „კარგი საუბარი“ ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ასევე საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბენ სალმანთან. 

ვლადიმირ შაპოვალოვის აზრით, სწორედ აშშ აღმოჩნდა ამ ვითარებაში ყველაზე მეტად დაზარალებული.

„ნავთობის ბაზარზე ამ დროისათვის სამი ძირითადი მოთამაშეა: რუსეთი, საუდის არაბეთი, რომელიც OPEC-ს წარმოადგენს, და აშშ თავისი ნავთობკომპლექსით. ამიტომ მოლაპარაკებები ნავთობის სამ უმსხვილეს მწარმოებელს შორის ფასების სერიოზული დაცემის პირობებში – სრულიად ლოგიკური ნაბიჯია. არსებითად, ტრამპმა ეს უკვე დაიწყო. სწორედ ამერიკული ნავთობმრეწველობაა ძირითადი წაგებული მხარე ნავთობზე ფასების შემცირების დროს, ვინაიდან ამერიკული ნავთობის თვითღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია რუსული და არაბული ნავთობის თვითღირებულებაზე. ფასების შემდგომი დაცემის ან დაბალი ფასების მყარი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ამერიკული ნავთობმრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაკოტრდება — ეს უკვე ხდება. ამიტომ ტრამპი დაინტერესებულია, რომ ნავთობზე ფასები საკმარის დონეზე შენარჩუნდეს“, — განმარტა შაპოვალოვმა.

პოლიტოლოგის აზრით, ნავთობზე სამმხრივი მოლაპარაკება ფორმატში რუსეთი–საუდის არაბეთი–აშშ სრულიად შესაძლებელია.

„რუსეთი ყოველთვის ღიაა მოლაპარაკებების პროცესისთვის, და ის ფაქტი, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი უკვე გაიმართა, იმაზე მოწმობს, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია. სამმხრივი ფორმატიც ასევე შესაძლებელია, არსებობს OPEC+ პლატფორმის შექმნის პრეცედენტი, რომელმაც ეს-ესაა დაასრულა ფუნქციონირების მორიგი პერიოდი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტრამპი იქნება ამ მოლაპარაკებების ინიციატორი“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ნავთობის ფასები 6 მარტს თითქმის ორჯერ დაეცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე შემცირებული მოთხოვნებისა და ასევე OPEC+-ის შეთანხმების ამოწურვის გამო. ალიანსის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების შესახებ. 

კერძოდ, რუსეთი არსებული პირობების შენარჩუნების მომხრე იყო, ხოლო საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების დამატებით შემცირებას მოითხოვდა. შედეგად – 1 აპრილიდან OPEC+ შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთის მიმართ აღარანაირი ვალდებულება აღარ აქვთ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0