კალაძე კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით: დახმარებები იქნება საქართველოს მასშტაბით

© courtesy of Kakha Kaladzeთბილისის მერი კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაწყვეტილებები, რაც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამაზე პრემიერი გააკეთებს განცხადებას.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. დახმარებები კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით იქნება და ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

რას წერენ ქართული გაზეთები: საყოველთაო კარანტინი ეკონომიკას გაანადგურებს?>>

მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიამ თბილისში მოსახლეობის იმ ნაწილის გადასახადი დაფარა, ვისაც 200 კილოვატამდე ელექტროენერგია ჰქონდა დახარჯული.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში მოხდა ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება, ეს არასწორი ინფორმაცია იყო. ვირუსს ებრძვის არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მსოფლიო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა კალაძემ.

მერის განმარტებით, დახმარებების პაკეტზე დიდი ხანია საკოორდინაციო საბჭოში მსჯელობა მიმდინარეობს. მსოფლიოში და საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულმა ვითარებამ დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. სამსახური შეიძლება ბევრმა ადამიანმა დაკარგოს.

მაღაზიაში - Sputnik საქართველო
კარანტინი საქართველოში: ვის აქვს მუშაობის უფლება კარანტინის დროს

„ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია... ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გვერდში დავუდგეთ მოსახლეობას“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, რიგ საკითხებზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება. დახმარებების პაკეტის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უახლოეს მომავალში ვრცლად ისაუბრებს, აღნიშნა თბილისის მერმა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 21, კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 294 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0