ნინი ბადურაშვილმა და ქეთევან თოფურიძემ დედას მცხეთაში მიაკითხეს. ნინიმ უგემრიელესი ნამცხვარი „შუ“ გამოაცხო, ქეთევანი კი სამზარეულოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის გასუფთავებას შეუდგა. ამ დროს ეკა კახიანმა პოზიტიური ვიდეო ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ ნინი ბადურაშვილს სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან მოსწონს და მას ასეთ ვითარებაში ხშირად იხილავთ. თუმცა, ამჯერად დედის დახმარება უმცროსმა ქალიშვილმა სცადა. მცხეთის აგარაკზე გადაღებულ ვიდეოზე ეკა კახიანის საუცხოოდ მოწყობილი სახლის დიზაინი კარგად ჩანს.
ეკა კახიანს სამი ქალიშვილი სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად ამისა, გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წლიდან წლამდე მომღერალ დედას სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან. თავად ეკა კახიანს კი წლები ვერაფერს აკლებს. ნინი ბადურაშვილი, ანასტასია და ქეთევან თოფურიძეები დედასთან ერთად ხშირად პოზირებენ, მაგრამ უკანასკნელმა სურათმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
View this post on Instagram
გადატვირთული გრაფიკის გამო შვილები ერთად იშვიათად იკრიბებიან. თუმცა ახლა გამონაკლისია, ვინაიდან კარანტინის გამო ყველამ სახლში მოიყარა თავი. ეკა კახიანი ქალიშვილებთან შექმნილ კოლაჟებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად მცხეთაში შეიკრიბნენ და სამახსოვრო ვიდეო გადაიღეს. პოპულარულმა მომღერალმა ვიდეო საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა. აშკარაა, რომ 56 წლის მომღერალმა სოციალურ ქსელში აქტიურობა დაიწყო.