მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მონესა და სეზანის საყვარელი კერძები: ბაზელის მუზეუმმა რეცეპტები გამოაქვეყნა

CC0 / Pixabay / ვიეტნამური სუპი ფო
ვიეტნამური სუპი ფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ წამოწყებას მუზეუმის თანამშრომლები COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოცხადებულ კარანტინის რეჟიმს უძღვნიან, რა დროსაც პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლებში რჩება.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ბაზელის ხელოვნების მუზეუმმა (Kunsthalle Basel) საკუთარ Instagram-ზე ცნობილი მხატვრების საყვარელი კერძების რეცეპტების გამოქვეყნება დაიწყო.

ამ წამოწყებას მუზეუმის თანამშრომლები COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოცხადებულ კარანტინის რეჟიმს უძღვნიან, რა დროსაც პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლებში რჩება.

„თუ სახლიდან მუშაობთ და ახლა საუზმეს თვითონ იმზადებთ, ან გსურთ რაიმე ახალი დაამატოთ მენიუს, გთავაზობთ მხატვრების რეცეპტებს, რომლებიც საკუთარ ნამუშევრებს ჩვენს მუზეუმში, მისი არსებობის თითქმის 150-წლიანი ისტორიის განმავლობაში ფენდნენ. წასახემსებლად კლოდ მონეს „ბადრიჯნები პომიდვრებით“ — ეს მხოლოდ დასაწყისია“, — ასეთი კომენტარი დაურთეს თავიანთ ჰეშთეგს #artistrecipe მუზეუმის თანამშრომლებმა.

ირკვევა, რომ კლოდ მონეს კერძისთვის საჭიროა: რვა ბადრიჯანი, ექვსი მწიფე პომიდორი, სამი თავი ხახვი, ერთი კბილი ნიორი, ერთი სუფრის კოვზი ზეთი, ნახევარი ჭიქა დაფხვნილი პური, მეოთხედი ჭიქა ზეთი, ასევე მარილი, კვლიავი, ოხრახუში და ტარხუნა.

View this post on Instagram

A post shared by Kunsthalle Basel (@kunsthallebasel) on

კერძის მომზადების წესის ნახვა აქვეა შესაძლებელი.

მუზეუმის ერთ-ერთი მომდევნო პოსტიდან ვიგებთ, რომ პოლ სეზანს, რომელსაც ბაზელის მუზეუმში 1936 წელს ჰქონდა პერსონალური გამოფენა, უყვარდა ომლეტი სოკოთი. მის მოსამზადებლად საჭიროა: 300 გრამი სოკო, ორი ღერო პრასი, ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ოხრახუშის ოთხი–ხუთი ღერო, ორი კბილი ნიორი, რვა კვერცხი, მარილი და ახალი წიწაკა. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოს 180 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 861 305 კაცი შეადგინა. აქედან გარდაცვლილია 42 365 და განკურნებულია 178 718 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0