საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი შეიცვალა

© Government of Georgiaთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა დიაგნოსტირების ალგორითმში სამი პაკეტია და სამივე კორონავირუსზე უფრო მეტი ადამიანის შემოწმების საშუალებას იძლევა.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველომ კორონავირუსის ინფექციის დიაგნოსტირების პროტოკოლი შეცვალა.

გვიან ღამით ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა გაფართოებული სხდომა, რომელშიც ყველა ექპერტი და სპეციალისტი მონაწილეობდა, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ეპიდემიოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ.

„პაციენტი #10-იც გამოჯანმრთელდა...“ - ნიკოლოზ გამყრელიძემ კლინიკა დატოვა>>

სპეციალისტები შეთანხმდნენ ახალ პროტოკოლზე, რომელიც წინა პროტოკოლისგან პრინციპულად განსხვავდება. ცერცვაძის განცხადებით, ძველი პროტოკოლი კარგად მუშაობდა ვირუსის შეკავების ფაზაში, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ზოგიერთ შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება, საჭირო გახდა ცვლილებების შეტანა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია

აქამდე მოქმედი პროტოკოლი ითვალისწინებდა მხოლოდ იმ პირების ტესტირებას, რომლებსაც ჰქონდათ მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომები. ამას გარდა, ისინი ბოლო 14 დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ მაღალი რისკის ქვეყანაში. ტესტს უკეთებდნენ ასევე მათ, ვინც მიიღო სტუმარი რისკის ქვეყნებიდან ან კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან. დანარჩენებს ტესტირება არ უტარდებოდათ.

„სამი პაკეტი შეიქმნა ალგორითმში: პირველი დარჩა უცვლელი, ვინც აქამდე ექვემდებარებოდნენ, კვლავ დაექვემდებარებიან ტესტირებას; ამას დაემატა მეორე პაკეტი – უსიმპტომო პირები, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ, თუმცა არიან რისკის ქცევებით, მაგალითად, პიროვნებას არ აქვს სიმპტომები დღეს, მაგრამ ასახელებს, რომ იმოგზაურა იტალიაში, ან უმასპინძლა იტალიელებს, ან იყო კონტაქტში ავადმყოფებთან. მესამე პაკეტი – ვინც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ან იმყოფებიან ბინაზე და ვისაც აქვს სიმპტომები, მაგრამ რისკ-ფატქორები არ აქვს. ანუ ახველებს, აქვს ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურია და არც სავარაუდო ავადმყოფთან ყოფილა“, – განმარტა ცერცვაძემ.

კარანტინის რეჟიმი. პოლიცია და სამხედროები თბილისის შემოსასვლელში - Sputnik საქართველო
კომენდანტის საათი: პირველმა ღამემ მშვიდად ჩაიარა

ქვეყანა ინფექციის გავრცელების სხვა სტადიაზე გადავიდა, ამიტომ სპეციალისტებმა იმ ადამიანთა წრის სერიოზული გაფართოება გადაწყვიტეს, რომელთა შემოწმებაც კორონავირუსზე საჭიროა, აღნიშნა ცერცვაძემ.

ამ დროისათვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობაა 115 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია. გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

ყველა ახალი ამბავი
0