რამდენმა ადამიანმა დაარღვია კომენდანტის საათი

© Sputnik / STRINGERპატრული
პატრული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გომელაურის განცხადებით, საქართველოში ბოლო პერიოდში დანაშული სტატისტიკურად შემცირებულია და კრიმინალის მატების შესახებ  ნებისმიერი ინფორმაცია სიმართლეს მოკლებულია.

თბილისი,  1 აპრილი – Sputnik.  საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათის დარღვევისთვის სამართალდამცველებმა გასულ ღამეს 17 ადამიანი დააკავეს, განაცხადა ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

უწყების ხელმძღვანელის სიტყვებით, მას კანონდარღვევის უფრო მეტი ფაქტის მოლოდინი ჰქონდა, ამიტომაც ბოლო დღის სტატისტიკამ იგი სასიამოვნოდ გააოცა. 

საკარანტინო ზონა: ჯარმა და პოლიციამ საქართველოს ორი რაიონი იზოლაციაში მოაქცია - Sputnik საქართველო
საკარანტინო ზონა: ჯარმა და პოლიციამ საქართველოს ორი რაიონი იზოლაციაში მოაქცია

 „კომენდანტის საათის ამოქმედების პერიოდში, მთლიანობაში 350-მდე  ადამიანი და 10–15 საწარმო დავაჯარიმეთ. მინდა ვთქვა, რომ  არც რიგით პოლიციელებს და არც ხელმძღვანელობას სიამოვნებას არ ანიჭებს ჯარიმების გამოწერა, თუმცა, იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ“, – აღნიშნა გომელაურმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში კრიმინალური შემთხვევები სტატისტიკურად შემცირებულია და კრიმინალის მატების შესახებ  ნებისმიერი ინფორმაცია სიმართლეს მოკლებულია.

„დღეს სამჯერ მეტი პოლიციელია გამოსული, მაგალითად,  თუ ადრე იყო 10 პოლიციელი ერთ-ერთ ობიექტზე, დღეს 30 პოლიციელი დგას. აქედან გამომდინარე, იკლო კრიმინალმა.  რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქალაქში: მარნეულშიც, გორშიც და თბილისშიც, მაგრამ თუ ადრე ხდებოდა 10, ახლა ხდება სამი-ოთხი შემთხვევა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის განცხადებით, უწყებას ქვეყანაში ვითარების კონტროლისთვის  ყველა რესურსი გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0