ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტიდან ორს კორონავირუსი აქვს დადასტურებული

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 22, კარანტინში იმყოფება 5106 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 294 პაციენტია.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აფხაზეთის გალის რაიონიდან გადმოყვანილი შვიდი პაციენტი რჩება, მათთგან 67 წლის მამაკაცს და 50 წლამდე ქალს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.  

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ენგურთან, ბლოკპოსტთან - Sputnik საქართველო
აფხაზეთიდან კორონავირუსის სიმპტომებით მამაკაცი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, შუახნის მამაკაცის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. პასუხი დღეს გახდება ცნობილი. დანარჩენი ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან – დედა, მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

გარდა ამისა, ანაკლიის ერთ-ერთ სასტუმროში გახსნილ საკარანტინო ზონაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი შვიდი ადამიანია მოთავსებული.

სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, აღნიშნულ პირებს კონტაქტი ჰქონდათ ქალთან, რომელიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს და რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. 

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 22, კარანტინში იმყოფება 5106 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 294 პაციენტია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. საყოველთაო კარანტინის გარდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ამ პერიოდში გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. 

მანამდე, 21 მარტს კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0