თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი ძალიან კონსტრუქციული და შინაარსობრივი იყო, მათ კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ის იყო ძალიან მოცულობითი თავისი შინაარსის მიხედვით, ხანგრძლივი დროში, მოხდა ინფორმაციის ძალიან დეტალური გაცვლა იმ ზომების შესახებ, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოები იღებენ კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. საუბარი ძალიან კონსტრუქციული იყო”, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, იუწყება „Sputnik-ბელორუსი“.
ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ორშაბათს, ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა კომენტარი გაუკეთა ტრამპის განცხადებას შეერთებულ შტატებისთვის გაწეული რუსული სამედიცინო დახმარების შესახებ და აღნიშნა, რომ ლიდერები საუბრისას შეეხნენ აღნიშნულ თემას, საუბარი იყო კოროვირუსის პირობებში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.
მანამდე ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს გაუგზავნა „დიდი თვითმფრინავი სამედიცინო აღჭურვილობით" და ჩინეთიც ანალოგიურად მოიქცა.
„მე არ ვარ პრეზიდენტ ტრამპის პრესმდივანი. მე ვარ პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი. თემას ნამდვილად შეეხნენ, განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა. ამ თემის განხილვა პრეზიდენტების შეთანხმებების შესაბამისად, სამუშაო დონეზე გრძელდება", - განაცხადა პესკოვმა.
ჯანმომ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში უკვე 690 ათასზე მეტი დაავადებულია, 33 ათასზე მეტი გარდაიცვალა.
ნავთობის ბაზარი
რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ ნავთობის ბაზარზე მიმდინარე ფასების კონიუნქტურა ორი ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება. პუტინმა და ტრამპმა განიხილეს ნავთობის ბაზარზე არსებული ვითარება და შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე ენერგეტიკის მინისტრების დონეზე კონსულტაციებს გამართავენ.
„შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტები ამ კონსულტაციების დაწყების დავალებას გასცემენ“, - განაცხადა პესკოვმა, თუმცა მათი ჩატარების ვადები არ დაასახელა.
მას არ უთქვამს, გეგმავს თუ არა პრეზიდენტი ამ კონსულტაციების დაწყებამდე ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრის გამართვას.
„თუ ეს შეხვედრა შედგება, ჩვენ გაცნობებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.
კითხვაზე, თუ როგორ ემთხვევა ერთმანეთს რუსეთის ფედერაციის და შეერთებული შტატების შეხედულებები ნავთობის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე, მან უპასუხა: „რა თქმა უნდა, არსებობს გააზრება, რომ ფასების არსებული კონიუნქტურა ჩვენი ქვეყნების ინტერესებში არ არის". პესკოვმა უარი განაცხადა მოენიშნა რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების ერთობლივი მოქმედებების ტრაექტორია ნავთობის ფასებზე.