თბილისის „ლოკომოტივს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

გამოწერა
საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში ორი ჩატარებული ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერია

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ახალ მთავარ მწვრთნელად სოსო ფრუიძე დაინიშნა. განცხადება ამის შესახებ კლუბმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

ხელშეკრულება 62 წლის სპეციალისტსა და „რკინიგზელებს“ შორის ერთ წელიწადზეა გათვლილი - 2020 წლის სეზონის დასრულებამდე.

ფეხბურთელი - Sputnik საქართველო
ცნობილმა ფეხბურთელმა კარანტინიც დაარღვია და ძვირადღირებული ავტომობილიც დაამტვრია

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრუიძემ შეცვალა ლევან კორღალიძე, რომელმაც კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დატოვა. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ჩემპიონატი გაურკვეველი დროით შეჩერდა, ამის გამო „ლოკომოტივში“ ფინანსური ოპტიმიზაცია მოხდა. კორღალიძემ კლუბი სწორედ ხელფასის შემცირების გამო დატოვა.

რაც შეეხება ფრუიძეს, ბოლო 12 წლის განმავლობაში ის უცვლელად ედგა სათავეში საჩხერის „ჩიხურას“ და მან გუნდი რამდენჯერმე ევროთასების კვალიფიკაციაში გაიყვანა.

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში ორი ჩატარებული ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ ექვსი ქულით სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერია. სასტარტო მატჩებში „რკინიგზელებმა“ ერთნაირი ანგარიშით მოუგეს „სამტრედიასა“ და „ჩიხურას“ – 3:1.

კლუბ „ანორთოსისის“ ქართველი ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ >>

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა“.

ყველა ახალი ამბავი
0