საქართველოში პოპულარული ჯგუფ MokuMoku-ს წევრმა სოლოალბომი გამოუშვა

© photo: MokuMoku / FBქართული ჯგუფი MokuMoku
ქართული ჯგუფი MokuMoku - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბომი ეძღვნება ამერიკელ დიჯეისა და მუსიკოსს Ras G-ს, რომელიც შარშან ლოს-ანჯელესში 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. პოპულარული ქართული ჯგუფ MokuMoku-ს ერთ-ერთმა წევრმა ჯონდო ჯაფარიძემ, რომელიც გამოდის Moku J-ს ფსევდონიმით, სადებიუტო სოლოალბომი გამოუშვა.

მუსიკალური ფოიერვერკი: ქართული ჯგუფი MokuMoku გერმანიაში წარდგება >>

ფირფიტას ეწოდება Symbionese Liberation Army და შედგება ინსტრუმენტული ჰიპ-ჰოპის ჟანრში, და არა მხოლოდ, შექმნილი 11 კომპოზიციისგან. ალბომი ეძღვნება ამერიკელ დიჯეისა და მუსიკოსს Ras G-ს, რომელიც შარშან ლოს-ანჯელესში 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯონდო ჯაფარიძე უკვე ხუთი წელია, ჯგუფ MokuMoku-ს წევრი და დიჯეია. ამ დროის განმავლობაში ჯგუფმა რამდენიმე ალბომი გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია Moku J აქტიურადაა დაკავებული სოლოპროექტებით, მისი პირველი ალბომის რელიზი მხოლოდ 2020 წელს შედგა.

MokuMoku თბილისში 2012 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსები შერეული ჟანრის მუსიკას ასრულებენ. ჯგუფს სამი ალბომი აქვს გამოშვებული.

ჯგუფის შემადგენლობაში არიან მუსიკოსები ტატო რუსია, ჯონდო ჯაფარიძე, მიშო ელიავა, ცოტნე გოგიტიძე, სანდრო მაისურაძე, ალექსანდრე ხოზიაშვილი, თორნიკე აბულაძე და ნაზი ჭავჭავაძე. ისინი ხშირად დადიან გასტროლებზე და მათი მსმენელის რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. მონაწილეობენ ფესტივალებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0