თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ნიუ-იორკელმა ექიმმა კორნელია გრიგსმა თავის პატარა შვილებს მოკლედ მიმართა საკუთარი Twitter–აკაუნტიდან იმ შემთხვევისთვის, თუ COVID-19-სგან მოკვდება.
My babies are too young to read this now. And they’d barely recognize me in my gear. But if they lose me to COVID I want them to know Mommy tried really hard to do her job. #GetMePPE #NYC pic.twitter.com/OMew5G7mjK
— Cornelia Griggs (@CorneliaLG) March 29, 2020
ექიმი წერს, რომ მისი შვილები ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ მიმართვა წაიკითხონ და თანაც, ალბათ, ვერც იცნობენ დამცავ ეკიპირებაში.
„მაგრამ თუ შვილებმა COVID-19-ის გამო დამკარგეს, მინდა იცოდნენ, რომ მათი დედა თავისი საქმის გაკეთებას ცდილობდა“, — დაწერა კორნელიამ.
ჩანაწერის ბოლოს დასმულია ჰეშთეგი #GetMePPE — ასე ნიშნავენ ამერიკელი ექიმები თემებს, რომლებშიც ინფიცირებისგან დამცავი სპეციალური სამოსის ნაკლებობაზეა საუბარი.
გრიგსის ტვიტი ძალიან მალე გახდა პოპულარული. იუზერები კომენტარებში მადლობას უხდიან ექიმებს გაწეული სამსახურისთვის და ამხნევებენ მათ.
ამ დროისათვის შეერთებულ შტატებში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, 143 532 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 2 572 და განიკურნა 4 865 პაციენტი.