ამასთან, მიმდინარე წლის პირველ თვეში გაიხსნა ყოველი მეოთხე საქმე, გასულ წელს კი ყოველი მეხუთე საქმე იყო გახსნილი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ყველაზე გარცელებულ დანაშაულად ქურდობა რჩება. ამ დანაშაულის შემთხვევები რეგისტრირებული დანაშაულის საერთო მაჩვენებლის 29%-ს შეადგენს. იანვარში ქურდობის 1,5 ათასზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც 386 შემთხვევით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
იანვარში დარეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ოჯახური დანაშაული.
ყველაზე გავრცელებული დანაშაულის სამეულს ასრულებს ავარიით დასრულებული სატრანსპორტო დანაშაული. 2020 წლის იანვარში მსგავსი 436 შემთხვევა დარეგისტრირდა, აქედან 29 ლეტალურად დასრულდა.