საქართველოს ტერიტორიაზე კარანტინი ცხადდება

გამოწერა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 31 მარტიდან ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 31 მარტიდან საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული.

"საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, – განაცხადა გახარიამ.

31 მარტიდან იკრძალება:

იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება;

დასაშვებია მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით მგზავრობა (ავტომობილში უნდა იყოს მხოლოდ 3 ადამიანი, აქედან ორი ადამიანი აუცილებლად უკანა სავარძელზე);

იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება გარდა მაღაზიებისა და აფთიაქებისა;

იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა (დასაშვებია მხოლოდ უახლოეს აფთიაქში, მაღაზიაში ან საავადმყოფოში გასვლის შემთხვევა);

იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება, ანუ ცხადდება კომენდანტის საათი;

ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას პირმა უნდა იქონიოს პირადობის დამადატურებელი საბუთი.

ყველა ახალი ამბავი
0