კეკელიძის ფონდი ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის შვილს დაეხმარება

© Courtesy of Giorgi Kekelidzeგიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფონდის მიზანი – შეჭირვებული ოჯახებიდან კარგი მოსწრების მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარებაა.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. „გურული დღიურების“ ფონდმა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და მწერალი გიორგი კეკელიძე ხელმძღვანელობს, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ქალიშვილს ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა

გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო
„ადამიანები დიდ ჯგუფებად იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ...“ – გიორგი კეკელიძე

ფონდის მიზანი, რომელიც 2017 წელს დაარსდა, შეჭირვებული ოჯახებიდან კარგი მოსწრების მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარებაა. ამ დროისათვის ფონდის ანგარიშზე 20-ზე მეტი სტიპენდიანტია. ორგანიზაცია ასევე აქტიურად არის ჩართული დაავადებული ბავშვებისთვის თანხების მოძიებაში.

რაც შეეხება ახალ სტიპენდიანტს, იგი მეხუთეკლასელი ანანო ნაჭყებიაა. იგი სამტრედიაში ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ესპანეთში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა, ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.

„ანანო ნაჭყებიას ფონდი შეუძენს სასკოლო ინვენტარსაც და სკოლის დამთავრებამდე სასწავლო მიმართულებით სხვა დახმარებასაც ხშირად გაუწევს. ანანო სამტრედიაში ცხოვრობს და საუკეთესო მეხუთეკლასელია“, – წერს კეკელიძე Facebook-გვერდზე.

გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი, პრემიების „საბას“ და „ოქროს ფრთის“ ლაურეატია, რომლის სახელსაც უკავშირდება ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge. კეკელიძე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 98-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 18, კარანტინში იმყოფება 4976 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0