სროლა ახალქალაქში: პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის 26 მარტს, მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელეს გასროლები

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალაქ ახალქალაქში ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი „გოლდის“ მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან.

სუბარი: ნინოწმინდასა და ახალქალაქში კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება >>

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0