ქართული ეკლესიის წინამძღოლ ილია მეორეს, მიუხედავად კორონავირუსის საფრთხისა, არცერთი ღვთისმსახურება არ გამოუტოვებია.
საქართველოს საპატრიარქო პრობლემური ჯანმრთელობის მქონე მორწმუნეებს სრულ გამოჯანმრთელებამდე სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, ეკლესიაში მისულებს კი ორი მეტრის დისტანციის დაცვას თხოვს.
სპეციალურად ამისათვის მიმდინარეობს სპეციალური ნიშნების მოწყობა, რომლებიც მორწმუნეებს მიუთითებენ, თუ სად დადგნენ. მიმდინარეობს ეკლესიების რადიოფიცირებაც.
მორწმუნეების დიდი რაოდონების მოსვლის თავიდან ასაცილებლად, სასულიერო პირებმა მორწმუნეების სხვადასხვა დღეებში მიღება გადაწყვიტეს.
ეკლესიებში ღვთისმსახურება შეძლებისდაგვარად უნდა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.