საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 276 პაციენტია

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 85-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 239 პაციენტია.

ამასთან, საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა. 

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებისთვის აკრძალული ან შეზღუდულია რიგი მოქმედებები. დეტალურად ინფორმაციას ამის შესახებ გაეცანით აქ.

ყველა ახალი ამბავი
0