თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს, კერძოდ, ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა.
პროექტი, რომლის ღირებულება 7 მლნ ლარს აღემატება, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
ასევე, სოფელ ბოხვაურში ხუთკილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს.