ბათუმში ორსართულიანი სახლი იწვის

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო-მანქანა
სახანძრო-მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს რამდენიმე მხრიდან უკიდია, ხანძარს ათამდე სახანძრო მანქანა ებრძვის

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარია, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს უკიდია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. მეხანძრეებს მობინადრეები გვერდით მდებარე კორპუსიდან კიბის საშუალებით გამოჰყავს.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით,  უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სახლის სხვენზე გაჩნდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0