Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩინელმა მეცნიერებმა დაასახელეს მოულოდნელი დაავადება, რომელიც COVID-19-ს მკვეთრად ამძიმებს

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშიპაციენტი საავადმყოფოში
პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარი არ არის დიაბეტზე. ამ დაავადებების მქონე პაციენტებს, სხვებთან შედარებით, ათჯერ უფრო ხშირად უვითარდებოდათ პნევმონიის მძიმე ფორმა და დაახლოებით ხუთჯერ მეტი იყო სიკვდილის შემთხვევა.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსისგან სიკვდილიანობას თითქმის 4,5-ჯერ ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. შესაბამისი კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში JAMA Cardiology. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID 19 განკურნებულ პაციენტებში მძიმე კვალს ტოვებს: ჩინელი მედიკოსების უახლესი დასკვნა

სპეციალისტები აკვირდებოდნენ ქალაქ უჰანის უნივერსიტეტის საავადმყოფოში განთავსებულ 416 ინფიცირებულს, რის შედეგადაც დაასკვნეს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშობის დაღვევასა და COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. 

გაირკვა, რომ სიკვდილის შემთხვევები უფრო მეტი იყო გულის პრობლემის მქონე პაციენტებს შორის (42 ლეტალური შედეგი 82-დან), ვიდრე მათ შორის, ვისაც ამგვარი დაავადება არ აწუხებდა (სიკვდილის 15 ფაქტი 334-დან). 

„გულის პრობლემები დამახასიათებელი იყო COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანებისთვის უჰანში, რითიც შეიძლება აიხსნას მაღალი სიკვდილიანობა ჰოსპიტალიზაციის დროს“, — ირწმუნებიან მეცნიერები. 

მკვლევარების თქმით, გულის დაავადებების მქონე პაციენტებს, სხვებთან შედარებით, ათჯერ უფრო ხშირად უვითარდებოდათ პნევმონიის მძიმე ფორმა. ამის მიზეზად მეცნიერები ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის მოქმედებას ასახელებენ. 

COVID-19: წამყვანი ჩინელი ექიმები ევროპელი კოლეგების შეცდომას ასახელებენ>>

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ გულის მუშაობის მექანიზმის დაზიანების შესწავლა მეტად მნიშვნელოვანია და ეს გართულება აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული COVID-19-ის მკურნალობისას. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში სულ ინფიცირების 549 604 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაიცვალა 24 863 და განიკურნა 127 531 ინფიცირებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0