Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინანსური დახმარების თხოვნით პეტიცია შეადგინა

© photo: Sofia Shapatava / FBსოფია შაფათავა
სოფია შაფათავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შექმნილი ვითარების გამო ყველა ქვეყანა ჩაკეტილია და დაბალრეიტინგიან მოთამაშეებს შემოსავლის არანაირი წყარო არ გააჩნიათ, ფიქრობს გოგონა

 

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ (371-ე ნომერი WTA-ს რეიტინგში) ვებგვერდზე  change.org,  პეტიცია გამოაქვეყნა, რომლითაც ITF-ს სთხოვს ფინანსურ დახმარებას დაბალრეიტინგიანი მოთამაშეებისთვის.

კორონავირუსის პანდემიის გამო АТР-მ, WTA-მ და ITF-მა 7 ივნისამდე თავიანთი ეგიდით მიმდინარე ყველა ტურნირი შეაჩერეს. შედეგად, მთლიანად „ჩავარდა“ სეზონის საბაზისო ნაწილი და ჯერ უცნობია, როდის გაიმართება პარიზში „დიდი სლემის“ სერიის ტურნირი  - „როლან გაროსი“, რომელიც, როგორც წესი, მაისში ტარდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ასევე ლონდონის „უიმბლდონის“ ტურნირი. 

ოლიმპიური ცეცხლი - Sputnik საქართველო
ოლიმპიადა გადაიდო – იაპონია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საბოლოოდ შეთანხმდნენ

 „პროფესიონალმა ჩოგბურთელებმა მთელი მსოფლიოდან შეწყვიტეს შეჯიბრებები. მაშინ, როცა ცნობილი სპორტსმენები ფლობენ საკმარის რესურსებს, რათა რამდენიმე თვე იარსებონ, დაბალრეიტინგიანი მოთამაშეები სერიოზულად დაზარალდნენ. ბევრმა კომპანიამ თავიანთ თანამშრომლებს ანაზღაურება გადაუხადა, ჩოგბურთელები - ჩოგბურთის საერთაშორისო ორგანიზაციების ასეთივე თანამშრომლები არიან. მიმაჩნია, რომ მათაც სჭირდებათ დახმარება, რადგან ჩვენ ვიხდით გადასახადებს, ლიცენზიების საფასურს და ვმუშაობთ მათზე. შეჯიბრებების გადადება მოულოდნელი აღმოჩნდა და ჩვენს უმრავლესობას სერიოზული დარტყმა მიაყენა“, - აღნიშნულია შაფათავას პეტიციაში.

გამოცემა The Herald-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნავს, რომ ესაუბრა არაერთ კოლეგასა და მეგობარს მომდევნო თვეების გეგმებზე. დაბალრეიტინგიან ჩოგბურთელებს არ  აქვთ არანაირი დანაზოგი და ძალიან უჭირთ თავის გატანა, აცხადებს სპორტსმენი.

 „ჩოგბურთელებს შეუძლიათ შემოსავლის შოვნა ვარჯიშებით, კლუბებში თამაშით და ანაზღაურებად ტურნირებში მონაწილეობით, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ყველა ქვეყანა ჩაკეტილია და არ არსებობს შემოსავლის დამატებითი წყარო. ჩვენ არ ვართ დაცული და არავინ არ ზრუნავს ჩვენზე“, - ხაზს უსვამს შაფათავა.

ამ მომენტისთვის პეტიციას ხელი მოაწერა 800-ზე მეტმა ადამიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0