ყველას შევიფარებთ - კალაძე უსახლკაროებისთვის ღამის გასათევების მოწყობის პირობას დებს

© Sputnik / Alexander Imedashviliმათხოვარი თბილისის ქუჩებში
მათხოვარი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოწოდება „დარჩი სახლში“ უკლებლივ ყველას მისამართით არის გაკეთებული. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ თავშესაფარი. ისინი უსახლკაროები არიან. რა ბედი ელით მათ?

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ლილოს დასახლებაში მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარი ნახევრად ცარიელია და  მზადაა ადამიანების მისაღებად, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის ქუჩებში სპეციალური ხსნარით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება >>

მისივე თქმით, თუ თავშესაფარი გადაივსება, თბილისის მერიას დამატებითი სივრცის მოწყობაც შეუძლია.

„უსახლკაროებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც შეიძლება, ითქვას, ნახევრად ცარიელია. ვისაც სურვილი ექნება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მოვათავსოთ ლილოს თავშესაფარში. თუ გადაივსება და შეივსება ადგილები, შემდეგ დამატებით შეგვიძლია, მოვაწყოთ ისე, რომ სხვაგანაც შეგვეძლოს ადამიანების მიღება“, – განაცხადა კალაძემ.

უსახლკაროთა თავშესაფარი, რომელიც 240 ადამიანზეა გათვლილი, საქართველოს დედაქალაქში 2015 წელს გაიხსნა. ქალაქის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისის ქუჩებში უსახლკაროები გაყინვისგან იხოცებოდნენ.

ტაქსი - Sputnik საქართველო
„მაქსიმუმ ორი მგზავრი“ – ახალი რეგულაციები ტაქსის მძღოლებისთვის

თავშესაფრის ყველა ოთახში ათ-ათი ადგილია.  ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე ბინავდებიან.

თავშესაფარში ცხოვრების უფლება მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ პირებს აქვთ, იქ ყოფნის მაქსიმალური ვადა კი ნახევარი წელია. თუმცა თუ ამ დროის გასვლის შემდეგ ადამიანმა ღამის გასათევი ვერ იშოვა, მას თავშესაფარში დარჩენის უფლებას აძლევენ.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0