ამირან გამყრელიძე: შემდეგი 3-4 კვირა უფრო რთული იქნება

© photo: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) / FBდაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთავარი ღონისძიება სოციალური დისტანცირებაა.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ტურისტები პირბადეებით - Sputnik საქართველო
საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პიკს შეიძლება თავი აარიდოს

„შემიძლია ვთქვა და თან თითებს გადავაჯვარედინებ, რომ ჯერჯერობით არ ვართ ფართომასშტაბიანი გავრცელების არეალში, მსგავსად ბევრი ევროპული ქვეყნისა, და ასევე არ დავასახელებ ჩვენს მეზობლებს, სადაც უკვე ასობით და ათასობით შემთხვევა არის. ამიტომ ვამბობ, რომ ღონისძიებები სერიოზული გატარდა ქვეყანაში, მაგრამ, მოგეხსენებათ, საკმარისი არასდროს არაფერია, ამიტომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს [ზომები] და მთავარი ღონისძიება – ეს არის სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა>>

ამირან გამყრელიძის თქმით, ასეთი ტენდენციის შესანარჩუნებლად მოსახლეობამ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს.

„საგანგებო მდგომარეობა ყველამ უნდა დაიცვას, იგივე იმ ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში. ყველამ უნდა გაითავისოს ეს გამკაცრებული პირობები, იმიტომ რომ მომავალი 3-4 კვირა იქნება უფრო რთული, ვიდრე წინა 3 კვირა იყო. ეს უნდა ვიცოდეთ. შემთხვევები გაგვეზრდება, მაგრამ, მთავარია, როგორმე თავიდან ავიცილოთ ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 25 მარტისთვის>>

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბავი
0