თბილისს დეზინფექცია ჩაუტარდა: როგორ ებრძვიან კორონავირუსს საქართველოს დედაქალაქში

გამოწერა
თბილისის ცენტრალურ ქუჩებს ადამიანების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სპეციალური ხსნარით დეზინფექცია ჩაუტარდა. იხილეთ ვიდეოში, რა ზომები მიიღო ქალაქის ხელისუფლებამ კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად

საქართველოში ახალი კორონავირუსი COVID-19-ით დაინფიცირების 75 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

ზოგისთვის ნიღაბი თავდაცვის საშუალებაა, ზოგისთვის კი - უკვე იმიჯის ნაწილიც - Sputnik საქართველო
თბილისელები და კორონავირუსი: როგორ გახდა ნიღბები ქალაქელების ცხოვრების ნაწილი - ფოტო

ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნის დედაქალაქში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა სპეცტექნიკის დახმარებით მასშტაბური დეზინფექცია ჩაატარეს.

სადეზინფექციო სამუშაოებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს 60 ერთეული სპეცტექნიკა გამოიყენებოდა. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ტექნიკა შესაძლოა ქვეყნის რეგიონებშიც გამოიყენონ.

ყველა ახალი ამბავი
0