საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე პატარა პაციენტი ორი წლისაა

© photo: Sputnik / Varvara Gertye / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოაცხადა.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე პატარა პაციენტი ორი წლის არის, ყველაზე უფროსი კი 82 წლისაა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, საქართველოში პაციენტების საშუალო ასაკი 37 წელია. 

112 - Sputnik საქართველო
არის თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულიდან ჩამოყვანილი ახალშობილი

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. 21 მარტიდან 21 აპრილამდე კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს მთავრობამ 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოაცხადა. ორივე რაიონში მთლიანობაში 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის უმეტესობას აზერბაიჯანელები წარმოადგენენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ერთ-ერთ ბოლო შემთხვევას უკავშირდება – მარნეულის მკვიდრს, 62 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედის დაკრძალვაზე და ქელეხზეც იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ქელეხზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ინფექციის წყარო კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0