https://sputnik-georgia.com/20200324/operaciebi-gegmuri-da-saswrafo-tikaraZe-248056361.html
გეგმური ოპერაციები საქართველოში – ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს
გეგმური ოპერაციები საქართველოში – ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს
Sputnik საქართველო
საქართველოში ყველა კლინიკას მისცეს რეკომენდაცია, ოთხი თვით გადადონ ყველა დაგეგმილი ოპერაცია, გარდა გადაუდებელი ოპერაციებისა და მთლიანად გადაერთონ კორონავირუსის... 24.03.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-03-24T16:44+0400
2020-03-24T16:44+0400
2023-08-17T18:18+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
გეგმური ოპერაციები საქართველოში – ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს
16:44 24.03.2020 (განახლებულია: 18:18 17.08.2023) საქართველოში ყველა კლინიკას მისცეს რეკომენდაცია, ოთხი თვით გადადონ ყველა დაგეგმილი ოპერაცია, გარდა გადაუდებელი ოპერაციებისა და მთლიანად გადაერთონ კორონავირუსის ინფექციაზე.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოში ყველა გეგმური ოპერაცია ოთხი თვით გადაიდო, გადაწყვეტილება არ ეხება სასწრაფო ოპერაციებს, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, რომელთან ბრძოლაშიც პრაქტიკულად ქვეყნის მთელი მედპერსონალია ჩართული.
„გეგმურ ოპერაციებთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და იგეგმება ოთხთვიან ჭრილში გეგმური ოპერაციების გადავადება. თუმცა, არ გადავადდება სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციები“, – განაცხადა ტიკარაძემ.
24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.