ნუკი კოშკელიშვილმა საკმაოდ თამამი და სარისკო ნაბიჯი გადადგა, როდესაც საბუთები შეაგროვა და ამერიკისკენ გაეშურა. მას მაშინ უცნობი მამაკაცი – ექიმი ბენ ხაიმი ელოდა. როგორც ნუკი ჰყვება, ვერასდროს იფიქრებდა, რომ მსგავს ნაბიჯს გადადგამდა და უცხო ქვეყანაში უცნობ კაცთან გაემგზავრებოდა. მაგრამ ყველაფერი კარგად აეწყო. ნუკის და ბენის ცხოვრებაში ახალი და ყველაზე საინტერესო ეტაპი 2018 წელს დაიწყო, როდესაც წყვილს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა ამერიკაში დაიბადა. მთელი ორსულობის მანძილზე ნუკის ეგონა, რომ გოგონას ელოდებოდა. ბენის თქმით კი, ის გრძნობდა, რომ ბიჭი ეყოლებოდათ. პატარა ანგელოზს ოლივერ ნიკოლას ხაიმი დაარქვეს. როგორც სოციალურ ქსელით ირკვევა, ნუკი და მსახიობის მშობლები ოლივერს ქართულად ესაუბრებიან და ბიჭუნას დედის მშობლიური ენა კარგად ესმის, პასუხის გაცემასაც ცდილობს, მაგრამ ჯერ არც ქართულად, არც ინგლისურად არ საუბრობს. თუმცა, სიტყვა „დედას“ გარკვევით ამბობს.
ნუკი გამორჩეული ტელესახეა და ინფლუენსერობით არის დაკავებული, როგორც ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი. ახლა ის თბილისში იმყოფება ოლივერთან ერთად და ნოსტალგიურ სურათებს უფრო ხშირად აქვეყნებს. ამჯერად დიდი ყურადღება მისმა ბავშვობის ფერადმა ფოტომ მიიქცია, რომელზეც ნუკი შეუდარებლად გამოიყურება.
ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.