Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ერთ დროს გამხდარი მეც ვიყავი“ - ნინო ჩხეიძე წლების წინ შოკისმომგვრელად გამოიყურებოდა

© Facebook / Nino Chkheidzeნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე თვე მომღერალი დიეტას იცავს და თაყვანისმცემლებს შედეგებს უზიარებს. შემსრულებელი, ძირითადად ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს. ნახეთ როგორ გამოიყურებოდა კარიერის დასაწყისში და როგორია ნინო ჩხეიძე ახლა

ისრაელში ჩატარებული გრანდიოზული კონცერთის შემდეგ, ნინო ჩხეიძე სამშობლოში დაბრუნდა. მას მერე, რაც აეროპორტში შემსრულებელმა კონტროლი გაიარა, ის თვითიზოლაციაში მოექცა და 14 დღის მანძილზე სოციალურ ქსელში პოსტებს სწორედ სახლიდან აქვეყნებდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ჩხეიძეს კორონავირუსი დაუფიქსირდა. გავრცელებული ჭორების გამო მომღერალი თავს დამნაშავედ გრძნობდა და ვიდეომიმართვა ჩაწერა.  მისი თქმით, აეროპორტიდან დაბრუნების შემდეგ სამოქალაქო პასუხისმგებლობა იგრძნო და სახლში თვითიზოლაციაში დარჩა.

მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა, გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი გაიცნოს. რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებში ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ბოლო დროის მანძილზე, ნინო ჯანსაღი ცხოვრების წესით არის დაინტერესებული. საკუთარ „ფოლოვერებს“ უამრავ სასარგებლო რეცეპტს უზიარებს და წონაში ჯანსაღად დაკლებისაკენ უბიძგებს.

დაუჯერებელია, მაგრამ წლების წინ გადაღებულ ფოტოზე ნინო ჩხეიძეა აღბეშჭდილი. მართალია, მომღერალს წონაში საგრძნობლად არ მოუმატებია, თუმცა კარიერის დასაწყისში ძალიან გამხდარი ყოფილა. „ერთ დროს მეც გამხდარი ვიყავი“- წერს გულნატკენი ნინო. როგორც ჩანს, მომღერალი წონაში დაკლებას დიდი შრომის ფასად ცდილობს.

ყველა ახალი ამბავი
0