თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 26 მარტს ნაწილობრივ ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +9 გრადუს ნიშნულზე დაფიქსირდება დილის 06:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო მაქსიმალური +16 გრადუსი – დღისით, 15:00 საათისთვის.
ქარი 10–12 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
მზე 06:53 საათზე ამოვა და 19:20 საათზე ჩავა.