Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 იტალიაში: ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაძლოა, რეალურად ათჯერ მეტი იყოს

© AFP 2024 / JURE MAKOVECკორონავირუსი იტალიაში
კორონავირუსი იტალიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ხელისუფლების ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთის მაჩვენებელს გადაასწროს.

 თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა, შესაძლოა, ათჯერ მეტი იყოს, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, ვარაუდობს იტალიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი. 

კორონავირუსი იტალიაში - Sputnik საქართველო
იტალიელი ექიმები COVID-19-ის აპოკალიფსზე: ძალა აღარ გვაქვს, ეს სიზიფეს წყევლაა

„ერთი დადასტურებული ინფიცირებულის თანაფარდობა ათ გამოუვლენელ შემთხვევასთან სრულიად დამაჯერებლად ჟღერს“, — განუცხადა ბორელიმ გაზეთ La Repubblica-ს.

მისი ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთის მაჩვენებელს გადაასწროს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 63 927 ადამიანია. აქედან გარდაიცვალა 6 077 და განიკურნა 7 432 პაციენტი.

სულ მსოფლიოში, ეპიდემიის აფეთქების დღიდან, დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 387 382 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 16 767 და განიკურნა 101 987 ადამიანი.  

ყველა ახალი ამბავი
0