თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 66-ს მიაღწია.
ინფორმაცია ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 235.
საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.