თბილისის ხელოვნების სასახლე ვირტუალურ ცხოვრებაზე გადავიდა

© photo: courtesy of Art Palaceხელოვნების სასახლე
ხელოვნების სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელოვნების სასახლის მუზეუმში 200 ათასზე მეტი საამაყო ექსპონატია, რომლებიც ქართული ხელოვნების განვითარებაზე მოგვითხრობს.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ეროვნული მუზეუმის კვალდაკვალ თბილისის ხელოვნების სასახლეც (ქართული თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი) კორონავირუსის პანდემიის გამო ვირტუალურ ცხოვრებაზე გადავიდა – მუზეუმი თავის ერთგულ თაყვანისმცემლებსა და საქართველოს სტუმრებს ონლაინ–ექსკურსიებს სთავაზობს, ნათქვამია ხელოვნების სასახლის განცხადებაში.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 23 მარტისთვის>>

მუზეუმის საინტერესო ექსპონატების ხილვა 360˚ ფორმატში შესაძლებელია აქ. ეს აბსოლუტურად უფასო ფუნქციაა, მთავარია, გქონდეთ ინტერნეტი.

„ძვირფასო მეგობრებო, ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად აუცილებელია სახლში დარჩენა, სახლში მყოფებს კი გვჭირდება სულიერი საზრდო. საქართველოს ხელოვნების სასახლე ერთ-ერთი პირველი ქართული მუზეუმია, რომელიც ჩვენი საგამოფენო დარბაზების ვირტუალურად 3D რეჟიმში დათვალიერებას გთავაზობთ. დასხედით თქვენს პატარებთან ერთად და იმოგზაურეთ ამ მომხიბვლელ სამყაროში“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღინიშნება, რომ ხელოვნების სასახლე ერთადერთი ქართული მუზეუმია, რომლის კოლექციების ნახვა, მათ შორის თავშესაქცევი zoom in და Art Self-ის პროგრამებით, Google-ის კულტურული ინსტიტუტის ვებ-პლატფორმაზეა შესაძლებელი.

ხელოვნების სასახლე - Sputnik საქართველო
კორონავირუსის საფრთხის გამო თბილისის ხელოვნების სასახლე მნახველებს დროებით აღარ მიიღებს

ხელოვნების სასახლის მუზეუმში 200 ათასზე მეტი საამაყო ექსპონატია, რომლებიც ქართული ხელოვნების განვითარებაზე მოგვითხრობს. მათ შორისაა ისტორიული აფიშები, თეატრალური კოსტიუმები, რომლითაც ცნობილი მსახიობები სცენაზე გამოდიოდნენ, ფოტოები, ვიდეო და აუდიომასალები და სხვ.

21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 54, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3, კარანტინის რეჟიმშია – 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

ყველა ახალი ამბავი
0