ვრცელდება ინფორმაცია ბათუმში ახალი ინფიცირებულების შესახებ

© Sputnik / Vladimir Umikashviliსასწრაფო დახმარება ბათუმში
სასწრაფო დახმარება ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფიცირების ყველა შემთხვევა უკავშირდება აჭარაში უცხოეთიდან ჩამოსულ პირებს - ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პირი იმყოფება

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. დღეს ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთი - ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

ბათუმში ინფიცირების ექვსი დადასტურებული შემთხვევაა. სამი ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ მომენტისათვის საქართველოში 61 დადასტურებული შემთხვევაა, 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინში რჩება 3  320 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
დაავადების ახალი შემთხვევები: კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პირის მოგზაურობის ისტორია

მიქელაძის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე თავის ქვეყანაში ჩატარებული ჰქონდა ტესტი კორონავირუსზე, აქ ჩამოსვლის შემდეგ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში. თავისი ქვეყნიდან პასუხის მიღების შემდეგ, რომ კორონავირუსზე ტესტის პასუხი დადებითია, მაშინვე მიმართა მედიკოსებს. ევროპის ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ აგზავნის სპეციალურ რეისს თავისი მოქალაქის გასაყვანად. უცხო ქვეყნის მოქალაქე გვიან ღამით, თავის სამშობლოში დაბრუნდება.

„მეორე მოქალაქეს ამერიკისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს, მას არანაირი საეჭვო ნიშანი არ ჰქონია, გადაყვანილი იყო თვითიზოლაციის რეჟიმზე. შემდეგ მას დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შემდგომში კორონავირუსი დაუდასტურდა“, - განაცხადა მიქელაძემ.

მესამე ინფიცირებულიც დღეს უცხოეთიდან არის ჩამოსული, მისი მოგზაურობის ისტორიას ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა >>

23 მარტის ღამეს საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი დააწესა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით გაურკვეველი წყაროდან ინფიცირების ერთი შემთხვევა, რომელიც ეპიდემიოლოგებმა შიდა გადაცემის შემთხვევად შეაფასეს. სპეციალისტების ვარაუდით, შიდა გადაცემა მოხდა რიტუალის დროს, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა.

მარნეულში ინფიცირებულ ქალს 1,7 ათასი სავარაუდო კონტაქტი ჰქონდა, აქედან 90 - უშუალო.

21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0