მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„იესო, იხსენი იტალია!“ – კონორ მაკგრეგორი პანდემიით შეპყრობილი ქვეყნისთვის ლოცულობს

© photo: Sputnik / Vladimir Ostapkovich / გადასვლა მედიაბანკშიკონორ მაკგრეგორი
კონორ მაკგრეგორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არ შემიძლია ახლა იტალიაზე არ ვიფიქრო. ყოველდღე ვლოცულობ ამ დიდებული ერისთვის, წერს სოციალურ ქსელში კონორ მაკგრეგორი.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მე ახლა ყოველდღე ვლოცულობ იტალიისა და იტალიელებისთვის, რათა ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიას თავი დააღწიოს, წერს შერეული ორთაბრძოლების პროფესიონალი მებრძოლი, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი საკუთარ Instagram-ზე.

„არ შემიძლია ახლა იტალიაზე არ ვიფიქრო. ყოველდღე ვლოცულობ ამ დიდებული ერისთვის, რომელმაც მსოფლიოს ამდენი საოცარი რამ შესძინა: არქიტექტურა და დიზაინი, საკუთარი სტილი, სამზარეულო, ხელოვნება! ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. იტალია და მისი ხალხი — მსოფლიო კლასის განსახიერებაა. იესო, გევედრები, იხსენი იტალია და მისი ხალხი ამიერიდან უკუნითი უკუნისამდე!“ – წერს სახელგანთქმული სპორტსმენი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ბოლო მონაცემებით, იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულია 59 138 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 5 476 (შედარებისთვის: ჩინეთში ამ მაჩვენებელმა 3 274 შეადგინა), ხოლო გამოჯანმრთელებულია 7024 პაციენტი. 

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 339 259 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 14 706 და გამოჯანმრთელდა 98 834. 

იმ ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, 25-ს მიაღწია.

 

ყველა ახალი ამბავი
0