საქართველო უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინე სივრცეებს გაზრდის

© Sputnik / Vladimir Umikashviliსასტუმრო რუსთავში
სასტუმრო რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის სიტყვებით, სასტუმროები, მათი მხრიდან გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, სახელმწიფოსგან შესაბამის ანაზღაურებას იღებენ.

 

თბილისი, 23 მარტი — Sputnik.  ობიექტების რიცხვი, სადაც ქვეყანაში დაბრუნებულ  საქართველოს მოქალაქეებს  ორკვირიან კარანტინში მოათავსებენ, აუცილებლობის შემთხვევაში გაიზრდება,  ხელისუფლება სასტუმროს მეპატრონეებთან დამატებითი ადგილების უზრუნველყოფის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე. 

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
რომელი ქვეყნებიდან განხორციელდება ხვალ ავიარეისები საქართველოში – განრიგი

საქართველომ 20 მარტიდან ავიაფრენები მსოფლიოს ყველა მიმართულებით შეაჩერა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოიყვანს.

„დღეს ქვეყნის მასშტაბით  სასტუმროებში სამი ათასამდე მოქალაქე გვყავს განთავსებული. სწორედ ჩვენს მიერ გატარებული ზომების ეფექტურობის შედეგია, რომ ჩვენი მდგომარეობა სხვა ქვეყნების მდგომარეობაზე უკეთესია. მინდა მადლობა გადავუხადო სასტუმროების მეპატრონეენს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის სიტყვებით, სასტუმროები, მათი მხრიდან გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, სახელმწიფოსგან შესაბამის ანაზღაურებას იღებენ.

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის პროგრამაში ქვეყნის ყველაზე თანამედროვე სასტუმროები არიან ჩართული.

ნათია თურნავამ ასევე განაცხადა, რომ ჩარტერული რეისები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ, კვირაში ორჯერ განხორციელდება. სახელმწიფო ავიაკომპანიების სუბსიდირებას არ განახორციელებს, თუმცა, გააკონტროლებს ფასების ხელმისაწვდომობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეისთვის საქართველოში უცხოეთიდან  სამი ათასზე მეტი მოქალაქეა ევაკუირებული.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში ორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან რვა გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბავი
0