პრემიერი: კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად უნდა შეასრულონ ვალდებულებები

გამოწერა
გახარიას განცხადებით, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად მოხდეს თანამემამულეების ევროპის ქვეყნებიდან ჩამოყვანა.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად კომპანიები თუ არ შეასრულებენ ვალდებულებებს, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ,  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადიან

 დღეს, პრემიერმა გახარიამ  საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოაცხადა. მიზეზი ვირუსის გავრცელების შიდა გადაცემის შემთხვევა გახდა – მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. 
გახარია ბრიფინგზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხსაც შეეხო. 

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას ავიაკომპანია „აირზენას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა, გახარიამ განაცხადა, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად მოხდეს თანამემამულეების ევროპის ქვეყნებიდან ჩამოყვანა.

„ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან... თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრიერებული სახელმწიფოს ინტერესებში“,- განაცხადა გახარიამ.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე პერიოდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

22 მარტის ღამის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 3 254 ადამიანია, კიდევ 233 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0