სუბარი: ბოლნისი-მარნეულში სანამ მოსახლეობის კვლევა არ მოხდება, შესვლა მკაცრად შეიზღუდება

© photo: Sputnik / StringerСозар Субари
Созар Субари - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის სრულად უზრუნველყოფაზე ისაუბრა
სუბარი: ბოლნისი-მარნეულში სანამ მოსახლეობის კვლევა არ მოხდება, შესვლა მკაცრად შეიზღუდება
„ყველა მათგანი დარჩება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში. მათი გადაყვანა არსად არ მოხდება. ამისთვის არის დაკონტრაქტებული რამდენიმე სასტუმრო, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სასტუმრო დაკონტრაქტდება და ისინი დარჩებიან აქ ორი კვირის განმავლობაში. „სატრანზიტო მოძრაობა ტვირთებდან დაკავშირებით არის უპრობლემო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს გავლით აპირებენ სხვა ქვეყანაში მოხვედრას, გააცილებს საპატრულო პოლიცია, ანუ მათ არ აქვთ უფლება, დატოვონ მანქანა ერთი წუთითაც კი“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის განმარტებით, კრიტიკული საჭიროების მქონე ადამიანები, ექიმები ან პაციენტები, რომელთაც ოპერაცია აქვთ ჩასატარებელი ან ქიმია გასაკეთებელი, სრული წესების დაცვით მიდიან და ბრუნდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0